Jump to content
The World News Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს პირად ბლოგზე!


Guest Kurt

Recommended Posts

  • Guest

image.png

ბლოგის მეპატრონე ამჟამად გახლავართ მე, გურამ ხიზნაიშვილი. ეს  ბლოგი  კერძოა და არ მიეკუთვნება არცერთი რელიგიური მიმდინარეობის საკუთრებას. ის არაა  რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის ვებ-საიტი ან მისი ალტერნატიულ  ვარიანტი. ბლოგი აგრეთვე არ წარმოადგენს რელიგიური კამათებისთვის განკუთვნილ ფორუმსა თუ ელექტრონულ სივრცეს. ის გახლავთ პირადი გვერდი, რომელზეც, როგორც კერძო პირი, ჩემს შეხედულებებს ვწერ რელიგიურ თემებზე. ამის საშუალებით, მკითხველს ვუზიარებ იმას, რისიც მწამს. ვფიქრობ, რომ ბლოგის ფორმატი, ამ მიზნისთვის შესაფერის საშუალებას წამროადგენს. აქვე მსურს მკითხველს ვაცნობო, რომ ბლოგზე განთავსებული ყველა სტატია არ მეკუთვნის მე.

ბლოგზე განთავსებული სტატიების ავტორებთან დასაკავშირებლად, გთხოვთ გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტა: sakontaktod@gmail.com და თუ გსურთ პასუხი მიიღოთ თქვენს ელექტრონულ გზავნილზე, გთხოვთ, მოწერისას თქვენი სახელი და გვარი მიუთითოთ.

გახსოვდეთ, რომ ამ ბლოგზე განთავსებული თემები თუ სტატიების უმეტესობა, უმთავრესად გახლავთ ცალკეული ინდივიდის თვალით დანახული და აღთქმული [რელიგიური] ფაქტები. შესაბამისად, აქ განთავსებული სტატიები, არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს რომელიმე რელიგიის თუ რელიგიური ორგანიზაცი[ებ]ის ოფიციალურ პოზიციას და შესაბამისად არცერთი რელიგია თუ რელიგიური ორგანიზაცია არაა პასუხისმგებელი ამ ბლოგზე განთავსებულ ინფორმაციაზე. თუმცა  წარსულში მართლმადიდებელი ვიყავი, დღეს უკვე იეჰოვას მოწმე გახლავართ; მიუხედავად ამისა,  მკითხველს ვთხოვ გაითვალისწინოს, რომ ეს ბლოგი არ წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის საკუთრებას.

თუ ვინმეს გსურთ იეჰოვას მოწმეების შესახებ ინფორმაციის მიღება, შეგიძლიათ მათ ოფიციალურ ვებ-საიტს ესტუმროთ: იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამ ბლოგზე განთავსებული თემების ქვეშ, მკითხველს საშუალება აქვს საკუთარი კომენტარი გააკეთოს, თუმცა კომენტარებში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები: არ დაიშვება არცერთი პირის, რელიგიის თუ რელიგიური მიმდინარეობის შეურაცხყოფა ან რაიმე სახით კამათში გამოწვევა.

აგრეთვე არ დაიშვება ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების მოძღვრებათა ანდა დოგმატური სწავლებების პირდაპირი ან ირიბი სახით ქადაგება/გავრცელება. საიტზე მოქმედებს მოდერაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კომენტარი, რომელშიც არაა გათვალისწინებული ზემოხსენებული პრინციპები, არ გამოქვეყნდება.

აქ განთავსებული (სტატიების) გადაწერის, გამოყენების თუ  გავრცელების უფლება, ნებისმიერ კერძო პირს (თუ ორგანიზაციას) აქვს, განურჩევლად რწმენისა, ასაკისა,  სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ბლოგი მხარს არ უჭერს ისეთ არაბიბლიურ სწავლებებს, როგორიცაა: დოგმატი „სამპიროვნული ღვთაების“ შესახებ (სამებები, ტრიადები), ღმერთ-კაცისა თუ ღმერთ-ქალის თაყვანისცემის თეორიებს, ბედ-იღბლის კონცეფციას, „წმინდანების“ თაყვანისცემის საეკლესიო ტრადიციას, [ნა]ხატებისა თუ რელიგიური საგნების თაყვანისცემის აქტს და ა.შ.

პატივისცემით: გურამ ხიზანიშვილი

source<<click

რა არის რწმენა?<<click

Link to comment
Share on other sites


  • Views 308
  • Replies 0
  • Created
  • Last Reply

Popular Days

Posted Images





×
×
  • Create New...

Important Information

Terms of Service Confirmation Terms of Use Privacy Policy Guidelines We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.